მთავარისიახლეებიპოლიტიკაგედევან ფოფხაძე: ,,მე დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ...

გედევან ფოფხაძე: ,,მე დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს”

Published on

 გედევან ფოფხაძემ  გააკეთა  განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიზეზად იგი  მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის  დამტკიცებას ასახელებს, მითცის  ეს  კანდიდატურა მიუღებელია. 
 
თუ “ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს, –
მიმაჩნია, რომ ეს ჯერ საპროცედურო კომიტეტის განხილვის საგანი გახდება. მე ამას გპირდებით, გაირკვევა, 55 ხმიდან იმყოფებოდა თუ არა ყველა ხმის მიმცემი დარბაზში. თუ ასე დადასტურდება, შემიძლია, ვუთხრა, საზოგადოებას, რომ არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პარტიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს, პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლებიც ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა. ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას“, –განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
 
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და შეცდომა, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნინია კაკაბაძისათვის გუნდის ნაწილის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ოპოზიციას თავისი კვოტის რეალიზების საშუალება მისცემოდა.
„მე მხარი არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, ეს საშუალება არ წაერთმია უმცირესობისთვის. მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება შეცდომად მიმაჩნია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
 
მამუკა მდინარაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ გედევან ფოფხაძის მსგავსად პარტიის დატოვების სურვილს „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებიც გამოთქვამენ. 
„არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო სხვამაც დატოვის უმრავლესობა და იგივე შეცდომა დაუშვას. გედევან ფოფხაძე არის ჩვენი გუნდის წევრი, თუმცა მისი გადაწყვეტილება იყო შეცდომა. მან პირადად ჩამაყენა საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....