მთავარისიახლეებიპოლიტიკაცარიელ დაპირებებზე და ხიშტებზე დიდხანს ჯდომა მტკივნეულია და ამ ტკივილის გაძლების...

ცარიელ დაპირებებზე და ხიშტებზე დიდხანს ჯდომა მტკივნეულია და ამ ტკივილის გაძლების თავი თუ სხვა რამ ხეგლეჯიას იმედზე დარჩენილებს აღარა აქვთ

Published on

პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა.
 
,, . ჩვენ თუ ერთმანეთს გვერდით არ დავუდეგით საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ არ გავიყიდებით, ამაყად და ღირსეულად, ნათელი გონებით შევალთ ხმის მისაცემ კაბინებში, თუ ერთჯერადად აღებულ 20 ლარზე, 2 პაჭკა ცემენტზე და 1 ტომარა ფქვილზე არ გავყიდით საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალს, მაშინ შეძლებს ჩამოვიდეს და კვლავ დაუბრუნოს საქართველოს ის პროგრესებით სავსე მშვიდი ცხოვრება, რომელიც ასე ძალიან გვენატრება და პუტინის აგენტმა ივანიშვილმა მილიარდების სანაცვლოდ წაგვართვა
 
,,რასაც ამბობდა ყოველთვის ასრულებდა, მე მჯერა მისი''
 
,,ივანიშვილი საქართველოში გრძელმეტრაჟიანი გახდა ''
 
,,მეგობრებო, მთავარია რეალური ბრძოლა არჩევნებიდან არჩევნებამდე რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ!!! ჩვენ მრავალი გამარჯვება წინ გვაქვს!!!''
სოციალურ ქსელებში გამოითქმის შიშიც, რომ პრეზიდენტის დაბრუნება საქართველოში უსაფრთხო არ არის – ,,მოგკლავენ და გადაგვივლიან, როგორც ბევრი კარგი მამულიშვილი მოგვიკლეს'', ,,აქ და სხვა ლინკებზე ვკითხულობ კომენტარებს: ჩამოდი… ჩამოდი… გადაგვარჩინე… რომ ჩამოვიდეს ეგ უნდა, ამ ქოცბანდას, ეგრევე ციხეში გამოამწყვდევენ, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს მათი მართველობა, რათა რაც შეიძლება მეტად გააღარიბონ და დაიმონონ მოსახლეობა''
 
ეს შიში საზრდოობს იმით, რომ მიხეილ  სააკაშვილის ფიზიკური  დაბრუნება საქართველოში ( მისი სული და გული კი ყოველთვის აქ იყო)  დღევანდელ ხელისუფლებას კუთხეში მიამწყვევს, რამდენადაც სახალხო პროტესტი დიდი ხანია მომწიფებულია და ლიდერს ელოდება გადამწყვეტი მოქმედებისთვის, ხელისუფლებას კი პოზიტიური  არაფერი დარჩენია, რომ მიხეილ სააკაშვილის პროგრესულ იდეებს და სიტყვის ერთგულებას პოლიტიკური გზით დაუპირისპირდეს  და ისღა შეუძლია მუქარის ენაზე ილაპარაკოს ხალხთან და პრეზიდენტთან.  
 
კუთხეში მიმწყვდეულის ტიპური განცხადებაა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძის რეაქცია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე  – ,,.სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს, ჩამოვიდეს, დავხვდებით, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება, -განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს  –  საქართველო წარსულს, მით უფრო, ნეგატიურ წარსულს, არასდროს დაუბრუნდება. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება დაავიწყდა, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყანას თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული“.
 
საქართველო ნამდვილად არ დაუბრუნდება წარსულს, მაგრამ ეს წარსული  უკვე ,,ქართული ოცნების'' მმართველობაა – ეს ფაქტია, ხალხს  მდინარაძისგან განსხვავებით  შერჩევითი მეხსიერება არა აქვს – ის კარგსაც ხედავს და ცუდსაც და ხედავს იმასაც, ვის აქვს ძალა შეცვალოს ის, რაც ცუდი იყო და გააგრძელოს ის, რაც კარგი იყო  – ,,ქართუ ოცნებას''  ეს ძალა არა აქვს, და არც სურვილი, რომელიც სხვაგან ქრის. 
 
ცარიელ დაპირებებზე დიდხანს ჯდომა ისევე შეუძლებელია, როგორც ხიშტებზე, მაგრამ  მდინარაძე და ძალა, რომელსაც იგი წარმოადგენს,  როგორც ჩანს ახლაც ორივეზე -ცარიელ დაპირებებზე და ხიშტებზე ერთდროულად აპირებს ჯდომას. ეს კი,  რბილად რომ ვთქვათ,  მოუხერხებელია, მტკივნეულია და   ამ ტკივილის გაძლების თავი თუ სხვა რამ    ხეგლეჯიას იმედზე დარჩენილებს.აღარა აქვთ 
 
,,ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის „ბანკების მაფიის თარეშის“ დასრულებას და ხელფასების ზრდას გეგმავს.''

სიახლეები

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და...

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას აპირებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ...

ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები...

ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთული პროცედურაა, ის რაც საქართველოში...