მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეხლა-შემოხლა პარლამენტში - ერთმანეთს გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ

შეხლა-შემოხლა პარლამენტში – ერთმანეთს გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ

Published on

პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე,  სადაც დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ადგილი ჰქონდა შეხლა – შემოხლას. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ.
 
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების პერიოდში იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღების გამო დაადანაშაულა. გაჩეჩილაძის განცხადებას ვაშაძის უკმაყოფილება მოყვა, რის შემდეგადაც ვითარება დაიძაბა
 
ეტყობა ”ქართული ოცნების” ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მასსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირება შეაფასა. 
 
"ვერავინ გაიგო რატომ წამოხტა ეს ადამიანი, რატომ დაიწყო გინება. ეტყობა ”ქართული ოცნების” ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ. ხელისუფლებამ დაკარგა საკუთარი სახე", – განაცხადა ვაშაძემ. 
 
კომიტეტის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...