მთავარისიახლეებისამართალისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 7 სახერხი საამქრო დაილუქა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 7 სახერხი საამქრო დაილუქა

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით 154 სახერხი საამქრო შეამოწმეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.
 
შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 79 ფაქტი  მათგან , 24 აჭარაში, 7 – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 4 კახეთში,  15 ფაქტი – სამცხე-ჯავახეთის სამოქმედო ტერიტორიაზე; აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -13, ქვემო ქართლში – 2, ხოლო 1 – ქალაქ თბილისში. 
 
ამასთან დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 ანგარიშგების წესებისა და 13 ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტიც გამოავლინეს.
 
ჯამში, ამოღებულია 10 კუბურ მეტრამდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, 52 ერთეული წიფლისა და 5 ერთეული მურყანის სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (მრგვალი მორი), ხოლო სახერხი დანადგარები დაილუქა.
 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...