მთავარისიახლეებიკულტურაგიორგი სიგუა: მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ი წლეულს 9-12 აგვისტოს გაიმართება

გიორგი სიგუა: მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ი წლეულს 9-12 აგვისტოს გაიმართება

Published on

მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ი 9-12 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ავრცელებს.
 
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტრადიციულად ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ჩატარდება. გიორგი სიგუას განცხადებით, ფესტივალზე სხვადასხვა შემსრულებლებისა და დიჯეების მოწვევა იგეგმება, უკვე ცნობილია, რომ ფესტივალში სოხუმიდან ორი დიჯეი ჩამოვა.  .
 
გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვაც კი დაიწყო .
 
ეს ფაქტი გაკვირვებას იწვევს Check In Georgia-ს მხრიდან, რომლის ფარგლებშიც იმართებოდა წინამორბედი ე.წ…,,სიგუას ფესტივალები''  
 
GEM FEST-ი წელს  Check in Georgia-ს ფარგლებში აღარ გაიმართება. -აცხადებს.   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე 
 
“ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ Gem Fest-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ ფართის მფლობელისთვის, ეკონომიკის სამინისტროსთვის ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფესტივალის ბილეთების გაყიდვა ამ კუთხითაც ნაადრევად გვეჩვენება, როდესაც არ არის გარკვეული ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა.
 
ამავდროულად, როგორც მათ არ მიუმართავთ ჩვენი კოლეგებისთვის ფართის ნაწილში, ასევე არც ჩვენთვის მოუმართავთ საორგანიზაციო, სარეკლამო, ან რაიმე ტიპის ფინანსურ დახმარებაზე. არანაირი კომუნიკაცია საორგანიზაციო ჯგუფთან არ ყოფილა და შესაბამისად, არანაირი მხარდაჭერა, ან დახმარება ჩვენი მხრიდან განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ
 
2017 წლის 21 აგვისტოს Gem Fest-ზე დასაქმებულებმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს. 14 აგვისტოს Gem Fest-ზე დასაქმებულებმა ანაზღაურების მოთხოვნით გზა გადაკეტეს. Gem Fest-ის  შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.18 აგვისტოს ამ საქმეზე Gem fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხეს.
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...