მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ცენტრში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ზუგდიდის ცენტრში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

Published on

მცირე ხნის წინ ზუგდიდში, ცენტრალური მოედნის სიახლოვეს, საქართველოს ბანკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა –  მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
 
საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტს ამ წუთებში პირველადი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
 
შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.
 
ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...