მთავარისიახლეებისამართალიპედაგოგი, რომელიც 15 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობის მუხლით არის დაკავებული, ბრალს...

პედაგოგი, რომელიც 15 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობის მუხლით არის დაკავებული, ბრალს არ აღიარებს

Published on

დღეს დილით სენაკსი დაკავებული 66 წლის პედაგოგი, რომელიც 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ეჭვმიტანილი, ბრალს არ აღიარებს.  
 
იმის შესახებ, რომ 66 წლის მამაკაცი სამეგრელოში გოგონათა საფეხბურთო გუნდის ახალწვეულ გოგონას ავიწროვებდა,  რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნისნებს ატარებდა, "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟიდან გახდა ცნობილი. 
 
არასრულწლოვანის განცხადების საფუძველზე   სამართალდამცველები მასთან და მის ადვოკატთან ერთად  იმავე დღის ბპოლოს მივიდნენ  პედაგოგის ავტოფარეხსა და საცხოვრებელ ბინაში ,  – იქ, სადაც დაზარალებულის ინფორმაციით, მწევრთნელი მასზე  ძალადობდა.  
 

სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, სადაც დაზარალებულის მტკიცებით არის გადაღებული მსხვერპლის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული  ვიდეომასალა, რომელიც ახლა სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებაა 

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტებიც, მოგვიანებით კი არასრულწლოვანი კიდევ ერთხელ გამოიკითხა და ყოველივე ამის საფუძველზე იგი  დაზარალებულად ცნეს.
 
დღეს სამართალდამცავებმა პედაგოგს, რომელიც ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელია   ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მთელი დღის განმავლობაში  იმ სკოლის პედაგოგების დაკითხვა მიმდინარეობდა, სადაც ბრალდებული დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. სკოლის რამდენიმე თანამშრომელს დღეს დაგეგმილი დაკითხვის გამო რაიონიდან გასვლა აუკრძალეს.
 
 ,,მე არაფერი დამიშავებია'' –  ამტკიცებს დაკავებული. 
 
66 წლის მამაკაცს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...