მთავარისიახლეებისამართალი,,ახლა არ გინდათ ქურდები ხომ? ან იქნებ გინდათ და ცვლილებები კანონში...

,,ახლა არ გინდათ ქურდები ხომ? ან იქნებ გინდათ და ცვლილებები კანონში ფორმალობისთვის გჭირდებათ?” – კითხვები ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

Published on

პარლამენტი ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ბედის ირონიით, ამის შესახებკმაყოფილი სახით  აცხადებს   იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ანუ ის,  ვინც  ამ რამდენიმე წლის წინ  გამწარებული კრუხივით იცავდა ,,სააკაშვილის მთავრობის მიერ შევიწროებული ამ ხალხის'' ინტერესებს   და რომლის ინიციატივით გაიღო ციხის კარები მოულოდნელად ,, პოლიტპატიმრებად მონათლული''   ქურდებისათვის. 
სიახლე სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებას გულისხმობს და ე.წ- ქურდულ სამყაროსთან კავშირი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება.
 
„ზუსტდება შემადგენლობა, იხვეწება დეფინიცია და არის მიდგომები, რომ იყოს უფრო ეფექტური და გამართული სამართლებრივად, მეორე მოსმენით უკვე კომიტეტმა დაუჭირა მხარი და სესიაზე იქნება განსახილველად“- აცხადებს იგი.
 
ოპოზიციაში მიესალმებიან  კანონის გამკაცრებას, თუმცა აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში მას რეალური შედეგი არ მოჰყვება, რადგან მათი მტკიცებით, ხელისუფლებას ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან ბრძოლა არ სურს., არ არსებობს საამისო პოლიტიკური ნება და ამიტომ კანონში ცლილებები ფორმალობად დარჩება, რეალურად კი ,,ორგანიზებული დანაშაული“ ამით არ დამარცხდება – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
 
 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...