მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჟენევის დისკუსიების მორიგმა რაუნდმა აფხაზ სეპარატისტებს იმედები გაუცრუა

ჟენევის დისკუსიების მორიგმა რაუნდმა აფხაზ სეპარატისტებს იმედები გაუცრუა

Published on

ჟენევის დისკუსიების მორიგმა რაუნდმა აფხაზ სეპარატისტებს იმედები გაუცრუა .
 
  შეხვედრაზე გამართულ ინტენსიური დისკუსიაზე  ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. „ქართველმა და ი და ამერიკეემა მონაწილეებმა  კვლავ   ხაზი გაუსვესძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას  რუსეთის ფედერაციის და არა  ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან  – როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ,,რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე“.  
 
,, შეხვედრაზე ქართული მხარე თავისებურად ახდენს იმ შეთანხმების ინტერპრეტირებას, რომლის საფუძველზეც დღეს ჟენევის დისკუსიები ფუნქციონირებს, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეჟენევაში შექმნილ სიტუაციას და საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების აგანცხადებას  –  „ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს, რომ ერთობლივი ზეპირი განცხადება და შემდეგ უკვე შეთანხმება იქნას მიღებული საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენი პოზიცია კარდინალურად განსხვავდება. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ შეთანხმებას ხელი რუსეთმა უნდა მოაწეროს, როგორც კონფლიქტის მხარემ“.
 
დაურ კოვეს თქმით,   შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი განცხადების მიღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ „არანაირ შედეგს არ მოიტანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის“ გარეშე. „შესაბამისად, შეთანხმება და ზეპირი განცხადება აფხაზეთსა და საქართველოს და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის უნდა იქნას მიღებული“.
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...