მთავარისიახლეებიპოლიტიკამაია ცქიტიშვილი ივანიშვილის უახლოესი ადამიანია და მინისტრად სწორედ მისი,...

მაია ცქიტიშვილი ივანიშვილის უახლოესი ადამიანია და მინისტრად სწორედ მისი, და არა პრემიერის, ინიციატივით დაინიშნა – აცხადებენ ოპოზიციაში

Published on

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილის დანიშვნასა და ზურაბ ალავიძის გადადგომას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად აფასებს.
 
იგი  ამბობს, რომ ზურაბ ალავიძის ნაცვლად, ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო წევრი დაინიშნა.
 
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრემიერის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი "თავს  პრემეირად ასაღებს", რაც მისი თქმით, შეურაცხმყოფელია. 
 
„უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგები და კვლავ გასაღება, რომ ის თითქოს ნამდვილად წარმოადგენს პრემიერ-მინისტრს.  
 
ეს არის ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი, ერთადერთი ნორმალური მინისტრი თუკი ვინმე ჰყავდათ კაბინეტში ეს იყო ბატონი ალავიძე და ისიც ეტყობა ბატონი ივანიშვილის დავალებით გადააყენეს სრულიად დამამცირებლად და დანიშნეს ივანიშვილის უახლოესი ადამიანი, როგორც ჩანს იგი ჩვეული ელასტიურობითა და მოქნილობით ვერ აფათურებდა ხელს საკუთარი გემოვნების მიხედვით  ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც მას სურდა“ – აცხადებს ნიკა მელია.
 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა..

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...