მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებები განახორციელა.სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა, რომელიც სხვადასხვა დროს ვაკე-საბურთალოს, ბაღდათის, იმერეთის სამხარეო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მანამდე აღნიშნულ პოსტს იკავებდა გიგა ზესაშვილი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გადაიყვანეს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ.ამასთან, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ირაკლი ჯიქია, რომელიც ადრე ფოთის პოლიციის უფროსი იყო. ახალი უფროსები ჰყავს ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის რაიონულ სამმართველოებს.როგორც ცნობილია, შს მინისტრი 27-28 მარტს ზუგდიდში იმყოფებოდა და საკადრო ცვლილებებამდე, სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა.ჯერ უცნობია, რა გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...