მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ეს არის საზოგადოებრივი წნეხის შედეგად მიღებული დაგვიანებული, მაგრამ სწორი...

,, ეს არის საზოგადოებრივი წნეხის შედეგად მიღებული დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება” – ოპოზიცია საქართველოდან რუსი დიპომატის გაძევებას ეხმაურება

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელის მიხედვითაც ქვეყანა რუს დიპლომატს აძევებს, ოპოზიცია სწორ ნაბიჯად აფასებს.
 
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ჯანელიძის უწყებამ გადაწყვეტილება ზეწოლის შემდეგ მიიღო და ის სწორი, თუმცა დაგვიანებულია.
 
„ეს არის სიმბოლური პოლიტიკური აქტი. ეს არის სწორი ქმედება, მაგრამ ის მოჰყვება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც რუსული ნარატივი გაიზიარა, როდესაც შეაფასა მოვლენები, რომელიც განვითარდა ბრიტანეთში. ეს არის სწორი ნაბიჯი, თუმცა დაგვიანებული. ეს არის იმ საზოგადოებრივი წნეხის შედეგი, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამას უნდა მოჰყვეს სხვა ნაბიჯები, როგორიც არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები,“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა.
 
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქართველო რუს დიპლომატს აძევებს. 
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო უწყება გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
და  წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.
 
"სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში,"- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...