მთავარისიახლეებისაზოგადოება11 წლის საბა ჩახაია უმძიმეს ავადმყოფობას ებრძვის- ოჯახი დახმარებას ითხოვს

11 წლის საბა ჩახაია უმძიმეს ავადმყოფობას ებრძვის- ოჯახი დახმარებას ითხოვს

Published on

თვალის სიმსივნე-რეტინობლასტომია, ეს 11 წლის საბა ჩახაიას დიაგნოზია. ვერაგ დაავადებას საბა 2016 წლიდან ებრძვის. ოჯახს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ამჟამად ავადმყოფისთვის აუცილებელ საჭირო მედიკამენტსაც ვეღარ იძენს. საბას დედა ამბობს, რომ სხივური და ქიმიოთერაპიის კურსმა, რომელიც მოზარდს სომხეთსა და სოჩში ჩაუტარდა, შედეგი გამოიღო, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა.ოჯახი ამბობს, რომ საქართველოში უკვე საბას ვერ მკურნალობენ, რადგან ექიმების თქმით, ბავშვი საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. საბას დედის თამთა ქირიას თქმით, თურქეთის ერთ-ერთი კლინიკა პაციენტის მოლოდინშია. თუმცა ოჯახი გზის ხარჯსაც ვერ ფარავს.საბა ორი თვეა ვერ დგება, საკვებს არ ღებულობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვის მდგომარეობას გულთნ ახლოს მიიტანენ და საბასთვის თანხა შეგროვდება. „ძალიან აქტიური ბავშვი იყო საბა, სკოლაში დადიოდა და კარგად სწავლობდა, დაკავებული იყო სპორტით, ფეხბურთს თამაშობდა.2 წლის წინ თვალი ასტკივდა და რომ წავიყვანეთ, უკვე მხედველობა არ ქონდა, ბადურა მთლიანად ჩამოშლილი იყო…ამის მერე დაიწყო გამოკვლევეი, გაუკეთდა ოპერაცია, სხივრი ტერაპიირ რამდენიმე კურსი, თუმცა მდგომარეობა გართულდა…საჭმელს არ ჭამს, ფეხზეც ვერ დგება“- ამბობს საბას დედა თამთა ქირია.
ანგარიშის ნომერი: GE50LB0711149131960000  “ლიბერთი ბანკი“. მიმღები თამთა ქირია

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...