მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევების თაობაზე...

მიხეილ სააკაშვილი: პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია – დასავლეთი იღვიძებს

Published on

პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია – დასავლეთი იღვიძებს და სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. 
 
„2006 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ ГРУ-ს ოფიცრების მონაწილეობა გორში მომხდარ ტერაქტში, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ჩვენ  დავაკავეთ შვიდი რუსი ოფიცერი, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამ ტრაგედიასთან. მაშინ ბევრმა დასავლელმა დიპლომატმა ზედმეტად აგრესიულად გამომაცხადა, ხოლო ეუთო-ს მაშინდელი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დე გიუხტი ჟურნალისტებთან ჭორაობდა იმის თაობაზე, რომ მე ვაჭარბებ საფრთხეს და დასავლეთს კონფლიქტში ვრთავ. პუტინმა  საპასუხოდ რუსეთში ქართველების მასიურად დაკავება დაიწყო და ისინი სატრანსპორტო თვითმფრინავებით საქართველოში გამოაგზავნა, დასავლეთი კი ამას ზერელედ აკვირდებოდა“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას უკრაინიდან 13 რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე.
 
„რაც შეეხება პოროშენკოს გადაწყვეტილებას, ომის ოთხი წლისა და 10 ათასი უკრაინელის მკვლელობის შემდეგ პოროშენკომ ეს ჟესტი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მოწონება დაემსახურებინა. ეს უკრაინელი ხალხის ღირსების დამამცირებელია. ჩვენ საქართველოში ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტეთ. მას შემდეგ, რაც პუტინი საქართველოს თავს დაესხა, ჩვენ დავხურეთ რუსეთის საელჩო და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....