ბორჯომის საკრებულო სხდომისთვის ემზადება. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ბორჯომის საკრებულოს შენობის გარეთ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველების გაძლიერებული მობილიზაციაა საკრებულოს შენობაშიც.ამ დრომდე საკრებულოში არ მისულან არც ოპოზიციის წარმომადგენლები და არც თავად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, როგორც ცნობილია, მის იმპიჩმენტს მხარს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია უჭერს, თუმცა გადაყენებისთვის საკმარისი ხმები ვერ გროვდება. ოპოზიციისა და თავმჯდომარის ინფორმაციით, ჩაჩანიძის წინააღმდეგ ხმის მიცემას საკუთარი თანაპარტიელებიც აპირებენ.
სიახლეები
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...
სიახლეები
უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...
მსოფლიო
ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი
უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...