მთავარისიახლეებიკონფლიქტებიამიისთვის წირავდნენ თავს აფხაზი ბოევიკები? - ყველასაგან მიტოვებულმა ბესლან ...

ამიისთვის წირავდნენ თავს აფხაზი ბოევიკები? – ყველასაგან მიტოვებულმა ბესლან ლატარიამ ჭაობში აიფეთქა თავი

Published on

სოხუმის რაიონის პროკურატურა მესამე დღეა ცდილობს დაადგინოს, რა მოტივით აიფეთქა თავი ბესლან ლატარიამ გუმისთის  დაჭაობებულ ტერიტორიაზე მდებარე საკუთარ სახლში,  ხოლო აფხაზური მედია ალაპარაკდა მიტოვებულობის განცდაზე, რომელიც  ,,ქართველების  წინააღმდეგ, აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის'' ომში ჩაბმული აფხაზი მებრძოლების დიდი უმრავლესობის ხვედრი აღმოჩნდა.
 
ოფიციალური ინფორმაციით, 25 მარტს დაახლოებით 9 საათსა და 20 წუთზე სოხუმის მილიციის რაიონულ განყოფილებაში შევიდა სატელეფონო შეტყობინება , რომ სოფელ გუმისთაში აფეთქება მოხდა.   შემთხვევის ადგილზე გასულმა ოპერატიულმა ჯგუფმა  იქ აღმოაჩინა ადამიანის ცხედრის დაფლეთილი ნაწილები, რომლებიც რესპუბლიკურ პროზექტურაში იქნა გადატანილი. 
 
 
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის განცხადებით, ამოცნობის პროცედურის შედეგად დადგინდა გარდაცვლილის ვინაობა – იგი აღმოჩნდა სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში, ძმები ეზუგბაიების ქუჩაზემცხოვრები,  1960 წელს დაბადებული ბესლან ლატარია, აფხაზეთის ომის მონაწილე, რომელსაც ამ ბრძოლებში არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობდა, სრულიად მარტო, რამდენადაც ოჯახი არ შეუქმნია. 
 
შემთხვევის ადგილზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად ოპერატიულმა ჯგუფმა იპოვა სავარაუდოდ თავად ბესლან ლატარიას ხელით დაწერილი წეილი, რომელშიც იგი ნათესავებს მიმართავდა თხოვნით არ ეძებნათ იგი.
 
ადგილი, სადაც მან თავი აიფეთქა,  მდებარეობს დაჭაობებული ტყის  ტერიტორიაზე, რკინიგზის ხაზიდან 70 მეტრის დაშორებით. 
 
 დანიშნულია ცხედრის სასამართლო-სამედიცინო  და  ასაფეთქებელი მოწყობილობის  ნაშთების ტექნიკური ექსპერტიზები.
 
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...