ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საკითხი იქნება

0
436
ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიცია მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს.
 
დეპუტატები საქართველოს დელეგაციას ურჩევენ, არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს პასუხისმგებლობის მოხსნის საშუალებას მისცემს.
 
„გვაქვს დიდი იმედი იმისა, რომ საქართველოს მხარე არანაირ ისეთ განცხადებაზე არ დათანხმდება, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს საქმე წარმოაჩინოს იმგვარად, თითქოს იგი არ არის ამ კონფლიქტის მხარე. დღეს ჟენევის მოლაპარაკებებზე, რუსეთის დელეგაციის წინაშე დგას სწორედ ასეთი ამოცანა,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.
 
საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან „ენის მოჩლექვით საუბარში“ ადანაშაულებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
 
პარტიაში ამბობენ,  რომ არსებულმა პოლიტიკამ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარდგეს პრინციპული პოზიციით და არ მოახდინოს რევიზია ჩვენი პოზიციის და ზოგადად მთლიანად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის. ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულება ცალმხრივად უნდა აიღოს რუსეთმა,“-ამბობს თინათინ ბოკუჩავა.
 
ჟენევის ფორმატის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
 
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ეს ფორმატი მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთადერთი საშუალება. 
წინა სტატიაპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგარეო საქმეთა და შს მინისტრების მოადგილეებს მოუსმენენ
შემდეგი სტატიადარღვევები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – საიას ანგარიში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური