მთავარისიახლეებიმსოფლიო„ფულის გარეშე ვერც ერთ ცნობას ვერ მიიღებ, ფულის სანაცვლოდ კი ყველაფერს აწერენ...

„ფულის გარეშე ვერც ერთ ცნობას ვერ მიიღებ, ფულის სანაცვლოდ კი ყველაფერს აწერენ ხელს“ – აღნიშნა კემეროვოში ჩასულმა პუტინმა ისე, თითქოს ასეთი სიტუაცია მისი გაუთავებელი პრეზიდენტობის პირდაპირი შედეგი არ იყოს

Published on

კემეროვოში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები რეგიონის ხელისუფლებისგან სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას ითხოვენ. 
 
აქციის დაწყებისას პოლიციამ ცენტრალური მოედანი გადაკეტა, თუმცა ხალხმა გაარღვია პოლიციის კორდონი და საოლქო ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართა. 
აქციის მონაწილეები კემეროვის ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ქალაქისა და ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებას მოითხოვენ. 
 
 
 კემეროვოში მომხდარ ხანძარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა. „ეს რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“, – განაცხადა პუტინმა კემეროვოში გამართულ თათბირზე.
 
მან ასევე მოუწოდა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს შეფასება მიეცეს იმ თანამდებობის პირების ქმედებებს, რომელთა გამოც ასეთი ტრაგედია დატრიალდა.
„ფულის გარეშე ვერც ერთ ცნობას ვერ მიიღებ, ფულის სანაცვლოდ კი ყველაფერს აწერენ ხელს“, – აღნიშნა პუტინმა ისე, თითქოს ასეთი სიტუაცია მისი გაუთავებელი პრეზიდენტობის პირდაპირი შედეგი არ იყოს. 
 
 

25 მარტს, რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის უმეტესობა ბავშვები და მოზარდები არიან. 
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული. 

სიახლეები

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო-იუკნევიჩიანე

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია,...

გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა-საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ პატრიარქს აირჩევს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ...

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...