მთავარისიახლეებიკულტურა,,ოდიში ნიუსი'' ულოცავს ზუგდიდის თეატრს პროფესიულ დღესასწაულს

,,ოდიში ნიუსი” ულოცავს ზუგდიდის თეატრს პროფესიულ დღესასწაულს

Published on

27 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 
 
თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1961 წელს გადაწყდა თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის კონგრესზე და მასშემდეგ თეატრალტა პროფესიულ დღესასწაულადიქცა. იითეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის წესდების თანახმად, ეს არის დღე მიმარტულია მშვიდობისა და  ხალხტა შორის მეგობრობის ფანმტკიცებაზე, მსოფლიოს თეატრალურ მოღვაწეთა შემოქმედებითი თანამშრომლობის გაფართოებაზე''.
 
თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიზღვნილი პირველი საერთაშორისო გზავნილი დაიწერა 1962 წელს ცნობილი ფრანგი მწერლისა და მხატვრის ჟან კოკტოს მიერ, დღეს კი იუნესკოსთან არსებული თეატრის საერტაშორისო ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიოს ერთერთ უმსხვილეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ხელოვნების სფეროსი მოღვაწეობს. მას მსოფლის ასზე მეტ ქვეყანაში ჰყავს თავისი წარმომადგენლები – ერონული ცენტრები, რეგიონალური საბწოების და კომიტეტები. 
 
როგორც ცნობილია, ცნება თეატრი მომდინარეობს ძველ-ბერძნული სიტყვიდან თეატრონი, რაც ნიშნავს ,,ადგილს, სადაც უყურებენ'' . ტრადიციულად თეატრებში დომინირებს ორი ჟანრი კომედია და ტრაგედია, რომელთაც დღეს უკვე ყველასათვის ცნობილი  სიმბოლური ნიღბები განასახიერებენ.
 
პირველი თეატრალური წარმოდგენა, რომლის შესახებ ცნობამ აქამდე მოაღწია,  თარიღდება 2500 წლით ჩვენს ერამდე. ეს  წარმოდგენა  შედგა ეგვიპტეში და მისი სიუჟეტი ემყარებოდა ღმერთ ოსირისის ისტორიას. სრულიად განსაკუთრებული როლი შეასრულა მსოფლიო თეატრის განვითარებაში ძველმა საბერძნეთმა – დღეს ძველ ბერძენ დრამატურგთა შემოქმედება საჯილდაო ქვად რჩება მსოფლიოს ყველა თეატრისათვის.
 
  სამწუხაროდ, უბინაოდ დარჩენილ ზუგდიდის თეატრს გასაგებ მიზეზთა გამო არათუ  ასეთ სიმაღლეებთან დაჭიდების საშუალება,  ელემენტარული სამუშაო პირობებიც კი  არა აქვს, და ისიც, რასაც ახერხებს,  პროფესიული  პასუხიმგებლობისა და  განუზომელი სიყვარულის შედეგია. 
 
,,ოდიში ნიუსი'' ულოცავს ზუგდიდის თეატრს  პროფესიულ დღესასწაულს და გამოთქვამს იმედს, რომ მალე დადგება დრო, როცა რომელიმე 27 მარტი ახალ შენობაში, ნორმალურ პირობებში აღინიშნება. 
 
 
 

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...