მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ყველგან, სადაც არის სახელმწიფო საკუთრება და ...

“ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ყველგან, სადაც არის სახელმწიფო საკუთრება და ხელს შეყოფს, მოტყდება ხელიც, ფეხიც და ცხვირიც” – აცხადებს ოპოზიცია

Published on

"ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ"-  ასეთია   მთავარი სლოგანი ოპოზიციისა, , რომელმაც ძვირად დაუსვა  ოლიგარქს დმანისში ახალი ტერიტორიის კაპიკებად შეძენის  მცდელობა და ახლა კიდევ ერთი აუქციონისთვის ემზადება. დღეს  დმანისის გადარჩენის ფონდში გაერთიანებული  საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ.  ამჯერად  ისინი ფინანსთა სამინისტროს მიერ აუქციონზე ივანიშვილისთვის  გატანილი ევკალიპტის ხის შესყიდვას შეეცდებიან. ხე, რომლის საწყისი ფასი 7 ათასი ლარია, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, იგი სახელმწიფოს კუთვნილებაა .
 
„მთელი ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო დაკავებულია იმით, რომ ხეები გამოაქვს ბიძინა ივანიშვილისთვის აუქციონზე. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ 7 ათას ლარად აპირებს მწვანე კონცხზე პრაქტიკულად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან სახელმწიფოს კუთვნილი ხის შესყიდვას. აქ არ არის ხეში საქმე, აქ მიდგომაშია, ყველგან, სადაც ცხვირს შეყოფს ბიძინა ივანიშვილი, იქ, სადაც ყველგან შეყოფს ფეხს, ყველგან, სადაც ხელს შეყოფს, მოტყდება ხელიც, ფეხიც და ცხვირიც. იქ, სადაც არის სახელმწიფო საკუთრება, იქ, სადაც არის საზოგადოებრივი სიკეთე, ეროვნული სიმდიდრე და ამას იტაცებს და იქ წავასწრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, ხელში ჩავარტყათ და ადგილზე გავაშეშოთ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ.
 
ოპოზიციის წევრების თქმით, არ აპირებენ, რომ მარტივად დაუთმონ ყოფილ პრემიერს ევკალიპტის ხე, რომელზეც აუქციონია გამოცხადებული.
 
„ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესს დავინახავთ, ყველა აუქციონში, ყველა ტენდერში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რომ რეალური სურათი და სახე ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ადამიანის ინტერესებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.
 
ოპოზიციის თქმით, ფინანასთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მთელი დღის განმავლობაში ჩაერთვებიან.
 
„სამას წლოვან ხეზე აუქციონი იმიტომ გამოცხადდა, რომ მან ეს ხე შეიძინოს. რა განსხვავებაა, თითოეულმა ჩვენგანმა რომ ვისურვოთ რუსთაველის გამზირზე არსებული ზეთის ხილის ხის შეძენა, თბილისის მერია გამოგვიცხადებს აუქციონს? არავითარ შემთხვევაში. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იმიტომ ერთვებიან ამ პროცესში, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ არც ხე და არც ეს ქვეყანა არ არის ერთი ადამიანის,“- განაცხადა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.
 
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ არავის აქვს უფლება, სახელმწიფო რესურსი მისი სურვილების შესაბამისად გამოიყენოს.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...