მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ ეხუმრება თუ არა თბილისის მოსახლეობას, რომლის გადასახადები...

კახი კალაძე ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ ეხუმრება თუ არა თბილისის მოსახლეობას, რომლის გადასახადები მერის ვარცხნილობებს ხმარდება?

Published on

„ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხა, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯზე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხები, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, მერე თმებიც შევიჭერი, ესეც ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებით. გასართობად წავედი ქალაქის ბიუჯეტით, მერე ღამის კლუბში ვიყავი“,-  ასე ირონიულად უპასუხა კახი კალაძემ  „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ლევან ხაბეშვილს, რომელიც თბილისის მერს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
 
 „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სარევიზიო კომისიისგან ითხოვს შეისწავლოს საკითხი, რა ხარჯებით იყო კახა კალაძე მილანში და ვინ არის ის პოტენციური ინვესტორი, ვისაც ის მილანში შეხვდა და საზოგადოდ როგორ  იხარჯება მერიის სარეზერვო ფონდი.  ლევან ხაბეიშვილის თქმით, კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტთან ერთად ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში იმყოფებოდა. სამივლინებო დოკუმენტაციით კი ცნობილია, რომ მგზავრობა, დაახლოებით, 14 ათას 500 ლარი დაჯდა.  ცნობილია ვის შეხვდნენ ისინი ლუქსემბურგსა და ვარშავაში, თუმცა ვისთან შესახვედრად გაემგზავრა თბილისის მერი ლუქსემბურგიდან მილანში, უცნობია. 
 
„ლუქსემბურგსა და ვარშავაში მითითებულია კონკრეტული შეხვედრები თუ ვის შეხვდა, ხოლო მილანში წერია, რომ პოტენციურ ინვესტორს შეხვდა. ვერც ჩამოსვლის შემდეგ დაადასტურა და ვერ მიუთითა ის ინვესტორი, ვისაც შეხვდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამი ადამიანი იყო საჭირო საქმიან შეხვედრაზე დასწრებოდა 20 თებერვალს, ხოლო 28 თებერვლის ბრძანებით ვკითხულობთ, რომ მილანში მხოლოდ კახი კალაძე იყო. ის, რომ მილანში მხოლოდ კალაძე იყო, ის, რომ საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია, ის რომ თმები შეიჭრა კალაძემ მილანში, ეს სხვადასხვა გარემოებით დასტურდება, თუ საბუთებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადრე მოსკოვში ვიღაც ბორშის საჭმელად დაფრინავდა, კალაძე მილანში თმების გასაკრეჭად დაფრინავს, მათ შორის ბიუჯეტის ხარჯზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 
 
 
 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...