მთავარისიახლეებისაზოგადოებაევკალიპტის ხე "დმანისის გადარჩენის ფონდმა" 20 020 ლარად იყიდა

ევკალიპტის ხე “დმანისის გადარჩენის ფონდმა” 20 020 ლარად იყიდა

Published on

აუქციონზე ევკალიპტის ხე 20 020 ლარად გაიყიდა. ევკალიპტის ხე დმანისის გადარჩენის ფონდმა შეიძინა.ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ აუქციონს ორი მონაწილე ჰყავდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მონაწილე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, კომპანია იყო, რომელიც ივანიშვილს ხეების გადატანაში ეხმარება.ევკალიპტის ხის საწყისი ფასი 7 ათასი ლარი იყო.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, თქმით, ევკალიპტის ხის შეძენით ივანიშვილს ოპოზიციამ მძლავრი შეტყობინება გაუგზავნა.„დღეს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მძლავრი გზავნილი, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას აღარ ვაპატიებთ. ბოლომდე მოგყვებით, გამოწვევა მიღებულია,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი აუქციონი ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა იყოს.საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ ხეს არავინ არ გადარგავს.ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, თანხის მობილიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ანგარიშის ნომერი გამოცხადდება და მოქალაქეებს გადარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.

სიახლეები

შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“ – ტვ “იმედის” განცხადება

თავის ვებგვერდზე ტვ იმედი ავრცელებს განცხადებას, სადაც, გარკვეულწილად, სანქციების თემასაც ეხმიანება. განცხადებიდან ვგებულობთ, რომ...

“თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ:       ...

სოციალურ ქსელზე უკანონო წვდომა მოიპოვა, ინტიმური ფოტო გადმოწერა და აშანტაჟებდა – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ...

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...