მთავარისიახლეებიმსოფლიობოლო ინფორმაციით 22 ქვეყნიდან 136 რუს დიპლომატს აძევებენ

ბოლო ინფორმაციით 22 ქვეყნიდან 136 რუს დიპლომატს აძევებენ

Published on

26 მარტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ბრიტანულ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო, თავიანთი ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებენ. აშშ-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ თავის ნატოელ პარტნიორ დიდ ბრიტანეთს, რომლის ტერიტორიაზეც საომარი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი დიპლომატები გააძევეს, საპასუხო ზომებს მიიღებს.
 
CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 136 რუს დიპლომატს აძევებენ 22 ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია:
 
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები
 
1. ამერიკის შეერთებული შტატები – 60
2. დიდი ბრიტანეთი – 23
3. უკრაინა – 13
4. კანადა – 4
5. ალბანეთი – 2
6. ნორვეგია – 1
 
ევროკავშირის წევრი ქვეყნები
 
7. გერმანია – 4
8. პოლონეთი – 4
9. საფრანგეთი – 4
10. ლიტვა – 3 
11. ჩეხეთი – 3
12. დანია – 2
13. ნიდერლანდები – 2
14. ესპანეთი – 2
15. იტალია – 2
16. ლატვია – 1
17. ესტონეთი – 1 
18. რუმინეთი – 1
19. ფინეთი – 1
20. ხორვატია – 1
21. შვედეთი – 1
22. უნგრეთი – 1
 
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
 
მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.
 
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს. პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა. 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....