მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიურ ფაროსანასთან ბრძოლა იწყება - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა იწყება – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

Published on

აზიური ფაროსანას გამოსვლას დაახლოებით, გაზაფხულის ბოლოს არის მოსალოდნელი.
 
მოსახლეობა მთელი ზამთრის განმავლობაში ამჩნევდა თოთო-ოროლა მწერს, რომელიც თბილ სახლებს იყო შეხიზნული, თუმცა მათი მასიური გამოჩენისა და გამრავლების ეტაპი აწი დაიწყება. 
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე აცხადებს, რომ , იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფოა ჩართული, ბრძოლის ღონისძიებები მალე დაიწყება.
 
„ამ ეტაპზე ფერმერთა ცნობიერების ამაღლების კამპანიები მიმდინარეობს. მუდმივ რეჟიმში ჩვენს ფერმერებთან ყოველდღიურად ასობოთ შეხვედრა იმართება, რათა მოხდეს კომუნიკაცია, რომ მათ გავაცნოთ იმ ბრძოლის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ მწერთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ მწერის გამოსვლას დაახლოებით, გაზაფხულის ბოლოს ველოდებით. იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფოა ჩართული, ბრძოლის ღონისძიებები დაიწყება. პარალელურად, ჩვენ რა თქმა უნდა, ფერმერებთან ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მათი ინფორმირება იყოს სათანადო და თავიანთ ბაღებსა და ნაკვეთებში შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. 
 
მისივე თქმით, დონორებმა აზიურ ფაროსანასთან  ჩვენს დასახმარებლად ა დაახლოებით, 5 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს. 
 
„რა თანხებიცაა მობილიზებული, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების მხრიდან, წლევანდელი ღონისძიებებისთვის საკმარისია" – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...