მთავარისიახლეებიმსოფლიოამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება

Published on

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ წუხელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევების რეკომენდაციით მიმართა დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში სკრიპალებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.
გაზეთი წერს, რომ წუხელ ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დაითანხმა საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა და ირლანდია გადაედგათ ეს ნაბიჯი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოაშკარავებული რუსული ჯაშუშური ქსელის დასაზიანებლად.„რუსეთისგან მომდინარე საფრთხე არ ცნობს საზღვრებს და ვფიქრობ, ნათელია, რომ რუსეთი უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, როგორც ევროპელები. მართებულია, რომ ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
დიპლომატების საკუთარი ქვეყნებიდან გაძევების პროცესში მონაწილეობას: საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია და კიდევ ცხრა ქვეყანა მიიღებს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...