მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიგა ოთხოზორიას დედა - ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია

გიგა ოთხოზორიას დედა – ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია

Published on

ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, – ამის შესახებ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებთან წილკანში განაცხადა, სადაც ოთხოზორიას ოჯახმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც გიგა ოთხოზორიას დედამ აღნიშნა, მის შვილსაც „ქართველის დაცვა არ აპატიეს“. “კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია იმიტომ, რომ წელიწადი და ათი თვის წინ ჩემი შვილიც ასე ვერაგულად მომიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს ქართველი ადამიანის დაცვა და ყველას თვალწინ, 6 ტყვიით ჩამიცხრილეს. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმაც, ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღო, რომ მოფერებოდნენ და საკადრისი პატივი მიეგოთ”, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...