მთავარისიახლეებიპოლიტიკა4 წელი მხოლოდ ის მოიფიქრეს, რომ "ნაცი" მიძახეს - მარგველაშვილი მმართველ გუნდს...

4 წელი მხოლოდ ის მოიფიქრეს, რომ “ნაცი” მიძახეს – მარგველაშვილი მმართველ გუნდს აკრიტიკებს

Published on

დაიგეგმა ”შავი პიარის” კამპანია, ცოტა კომიკური სათაურით, კომიკური პერსონაჟებით და კომიკური გაფორმებით, რომელსაც თეორიულად რაღაც ზიანი უნდა მოეყენებინა ჩემთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას განაცხადა.გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აკონტროლებს პარლამენტიდან დაწყებული მთავრობით გაგრძელებული, მერიით, გამგეობით თუ სოფლის საკრებულოთი დამთავრებული, თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი დაფიქსირებული ეყოლებოდა.„ჩვენ ვნახეთ, როგორ წავიდა დინამიკა. წლის პირველი ეტაპი გამოიხატა იმაში, რომ დაიგეგმა ”შავი პიარის” კამპანია ცოტა კომიკური სათაურით, კომიკური პერსონაჟებით და კომიკური გაფორმებით, რომელსაც თეორიულად რაღაც ზიანი უნდა მოეყენებინა ჩემთვის. დაიგეგმა პოლიტტექნოლოგიის სრული უუნარობის ჩვენებით და როგორც აიწია ეს ტალღა, ისევე დაენარცხა, რადგან არავითარი არგუმენტი არ იყო, რომლითაც მე ვინმე რაიმე საკითხს წამომაძახებდა, წამომიწევდა. კომიკური იყო ეს გალაშქრება ჩემ წინააღმდეგ“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
პრეზიდენტის განცხადებით, 4 წელი ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმის ძახილისა, რომ „მარგველაშვილი ნაცია“.„მეორე რაც ამას მიება იყო ის, რომ თურმე მე ვარ ჩემპიონი მკვლელების, მოძალადეების, ნარკოდილერების გამოშვებაში. შემდეგ ფაქტობრივად, დამტკიცდა, რომ ეს არის ძალიან ბინძური, სუსტი, უუნარო და კომიკური პიარსახეებით გაფორმებული კამპანია. ეს ჩავარდა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.ამასთან, მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მასთან ურთიერთობას ასე დაიწყო, რომ „იცოდე შენი ადგილი, შენ აქ არაფერი გესაქმება“.„ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დღეს საერთოდ აღარ არიან პოლიტიკურ არეალზე „ქართული ოცნებიდან“ მიტევდნენ მე და ძალიან თამამები იყვნენ, როდესაც თითს მიქნევდნენ იქედან, რომ შენ იქ არ წახვიდე, იცოდე შენი ადგილი, ჩვენ გეტყვით, რა უნდა აკეთო. ეს იყო დინამიკა და იგივე გრძელდება. რატომღაც ვიღაცას მიაჩნია, რომ ჩემზე უფრო ჭკვიანია, ან ჩემზე უფრო მეტად უყვარს სამშობლო და იქედან ვიღაცა გამოდის და ჭკუას დამარიგებს. შენ რომ პოლიტიკური ძალა ხარ, ამას რომ ამბობდი 4 წლის განმავლობაში, პრეზიდენტის ინსტიტუტს რომ აკნინებდი და შენ რომ ახალი პოლიტიკური ფიგურა უნდა დააყენო შეგეკითხებიან: თქვენ მიერ წადგენილი ბატონი თუ ქალბატონი უნდა იყოს ჭკვიანად, როგორც მარგველაშვილს მოუწოდებდით? მასაც არ აქვს უფლება საერთაშორისო ვიზიტში თავისი ქვეყანა წარმოდგინოს? ესეც უნდა გამოვიდეს სასახლიდან? მასაც არ აქვს ვეტოს უფლება? რა უნდა შესთავაზოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ჩვენ გვეყოლება ჭკვიანი პრეზიდენტი, როგორც ეტყვიან იმას გააკეთებს, მარტო პანაშვიდებზე ივლის, ვეტოს თოხივით არ მოიქნევს იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანია იყო, პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს, როდესაც მედიას დაემუქრება პრობლემა, ხმას არ ამოიღებს, ჩუმად და ჭკვიანად იჯდება. როგორ უნდა წარადგინო კანდიდატი ასეთ ვითარებაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...

ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ...

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...