მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ზუგდიდის მერიის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს საფუძველზე...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ზუგდიდის მერიის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს საფუძველზე საქმის მოკვლევა დაიწყო

Published on

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ზუგდიდის მერიის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს საფუძველზე საქმის მოკვლევა დაიწყო.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ "ოდიშინიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ იაგო ქირიასჩამოერთვა ახსნა-განმარტება, სადაც მან თქვა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი თევზი მოიპოვა საკუთარ მფლობელობაში არსებულ ტბორში და არ გამოუყენებია ე.წ. პილიგანი, არამედ დაიჭირა ბადით. "რა თქმა უნდა, მოხდა ტერიტორიის დათვალირება, ჩაინიშნა ჯიპიეს კოორდინატები და დაიწყო მოკვლევა,თუმცა უნდა გითხრათ, რომ კერძო ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაშიც, რომ მას გამოეყენებინა პილიგანი, ეს კანონდარღვევა არაა. თუმცა, დაწყებულია საქმის წარმოება"- განაცხადა მაია ჩხობაძემ. ჩხობაძის ინფორმაციით, უწყება საბოლოო ინფორმაციას მოკვლევის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვებს.საქმე ეხება ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს თევზით ხელში.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...