მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდს მექარე ღორონთი ან, თუ გნებავთ, ქარზოჯუ წყალობს

ზუგდიდს მექარე ღორონთი ან, თუ გნებავთ, ქარზოჯუ წყალობს

Published on

ზუგდიდში  21 – 22 მარტს ამინდი  შეიცვლება – ხვალ დღის პირველი ნახევარი მზიანი იქნება, მაგრამ საღამოსკენ მოიღრუბლება და ასე დარჩება 22 მარტის ჩათვლით. ტემპერატურა დღისით  +18 გრადუსის ნიშნულზე დარჩება, ღამით 8-9 გრადუსისაზე, მაგრამ მორრუბლულობა და მცირე წვიმა 22 მარტის  ღამით არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე პროგნოზირებს.
 
საგენტოს ცნობით,   შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო საქართელოს დაბლობში  მოსალოდნელია წვიმა, ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 22 მარტის დილამდე გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, .მაღალმთაში – ზოგან თოვლია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. როგორც ზუგდიდში ხუმრობენ, დადიანებმა იციოდნენ თავიანთი საქმე და  მთავარი რეზიდენციისათვის საუკეთესო ადგილი შეარჩიეს – აქ ქარები საზოგადოდ ისეთი ძალით არ ქრიან, ანუ მექარე ღორონთი ან, თუ გნებავთ, ქარზოჯუ    გვწყალობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...