მთავარისიახლეებისაზოგადოებატყიბულში 50 წლამდე მამაკაცს მეზობელმა ბენზინი შეასხა და დაწვა

ტყიბულში 50 წლამდე მამაკაცს მეზობელმა ბენზინი შეასხა და დაწვა

Published on

50 წლის მამაკაცი სოფელ მუხურას ცენტრში უამრავი ხალხის თვალწინ დაწვეს. 70 წლამდე თანასოფლელმა მერაბ ქურციკიძეს ჯერ ბენზინი სახეში შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. მიზეზი ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტია, რომელიც საბოლოოდ ტრაგიკული ინციდენტით დასრულდა. კონფლიქტი დაზარალებულსა და ეჭვმიტანილს შორის ერთი წლის წინ დაიწყო. ეჭვმიტანილის ოჯახი შვილის სიკვდილში მერაბ ქურციკიძეს ადანაშაულებს. მათი მტკიცებით დაზარალებულმა გასულ წელს ტრაქტორით შესასრულებელ სამუშაოში დახმარება სწორედ ეჭვმიტანილის შვილს თხოვა, მუშაობისას კი ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა.თანასოფლელის დაწვაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.სოფელ მუხურაში მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ ქურციკიძე უდანაშაულოა და თანასოფლელი მას უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა.ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მას ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...