მთავარისიახლეებისაზოგადოებააუდიტის დასკვნის მიხედვით დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო მოძველებული მუნიციპალური ავტობუსებია

აუდიტის დასკვნის მიხედვით დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო მოძველებული მუნიციპალური ავტობუსებია

Published on

სავალდებულო პერიოდული ტექნიკური დათვალიერება, 2016 წელს, დედაქალაქში ავტომობილების 76%-ს არ გაუვლია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ამ დარღვევებზე პოლიციის რეაგირება შეუსაბამოა და დაჯარიმებული მძღოლების რაოდენობა მხოლოდ 13.6 %-ს შეადგენს.აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ჰაერის მთავარი დამაბინძურებლის, მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა იმდენად ძველია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის. ქალაქის მერია ამბობს, რომ სახელმწიფომ ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შესამცირებლად წელს 1 იანვრიდან კანონი უკვე აამოქმედა, თუმცა ის ჯერ მხოლოდ დიდი გაბარიტის ავტომობილებს ეხება.თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რომ საგანგაშოა, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. ტექნიკური დათვალიერების არაეფექტური რეფორმა, ინფორმაციის ნაკლებობა და მოძველებული მუნიციპალური ტრანსპორტი-ასე აფასებენ შექმნილ ვითარებას ექსპერტები.ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაზე, ჯარიმა  2018 წლის 1 იანვრიდან ფიზიკური პირებისთვის 50 ლარამდე, იურიდიული პირებისთვის 200 ლარამდე გაიზარდა. არ არის გამორიცხული ჯარიმა კიდევ გაიზარდოს.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...