მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზარელი ავარია ქუთაისი - წყალტუბოს გზაზე, გარდაცვლილია მეთერთმეტეკლასელი გოგონა

საზარელი ავარია ქუთაისი – წყალტუბოს გზაზე, გარდაცვლილია მეთერთმეტეკლასელი გოგონა

Published on

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მეთერთმეტე კლასელი გოგონა გარდაიცვალა. 
გარდაცვლილი ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ავტომანქანაში 5 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. 
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი გამოცხადდა. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს.
 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...