მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ხდება ამ დროისათვის საყდრისში?

რა ხდება ამ დროისათვის საყდრისში?

Published on

საყდრისის ტერიტორიაზე  დღეს დილიდან მიმდინარეობდა დაპირისპირება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და  კომპანია RMG gold-ის ადმინისტრაციას შორის.
 
პარტიები მოითხოვდნენ  საყდრისის მიმდებარე იმ მიწის ნახვას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გააქვს, თუმცა მათ ტერიტორიაზე შესვლაზ უარი მიიღეს . 
 
 სიტუაცია გაამწვავა შლაგბაუმის გადაკეტვამ, თუმცა ამ წინაღობის გადალახვა მათ მაინც შეძლეს და კომპანიის წარმომადგენლობა იძულებული გახდა  მოლაპარაკებაზე წასულიყო.
 
როგორც  ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, მოლაპარაკების შედეგად ადმინისტრაცია   ოპოზიციის წარმომადგენლებს ტერიტორიების დათვალიერებაზე დათანხმდა –   ტერიტორიაზე 20-20 კაციანი ჯგუფები შევლენ. 
 
შეგახსენებთ, პოლიტიკოსები კომპანია "RMG Gold"-ისთვის აუქციონის წესით დამატებით 16 ჰექტარის გადაცემას აპროტესტებენ.
,,ივანიშვილის 15 ათას ლარად 16 ჰექტარი ტყის წაღებას და იქ ციანიდის მოსხმას, რომ იდევ უფრო განვითარდეს მრავალი მილიონით მისი ბიზნესი. ძალიან მიხარია, რომ მრავალპარტიული ფორმატია, სადაც ხელს შევუშლით ამ ადამიანს, ესე მას ცხოვრება ამ ქვეყანაში არ გაუვა“-განაცხადა დღეს დილით „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, რომელიც თანამოაზრეებთან, ამ სემთხვევაში სხვა ოპოზიციური პარტების წარმომადგენლებთან ერთად  ამჟამად საყდრისში იმყოფება 
 
 
 
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...