ნიკა გვარამია არხის სახელით ბოდიშს იხდის – რა ხდება რუსთავი 2 – ის შენობასთან?

0
424

”რუსთავი 2”-ის შენობასთან, ”ქართული მარშის” წევრების აქცია მიმდინარეობს, არხის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს,  რომლებიც, მომხდარს აშუქებდნენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,  მათგან ერთი – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ  პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. 

აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით,მან შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.
 
გადაცემის შემდეგ  ტელეკომპანიის ოფისთან ე.წ მარშის წევრებმა ჩასაფრება მოუწყევს არხის წამყვანს, გიორგი გაბუნიას. როცა იგი  შენობას "რუსთავი 2"-ის იურისტთან, თამთა მურადაშვილთან ერთად ტოვებდა, მანქანა ალყაში მოაქციეს. გიორგი გაბუნიას და თამთა მურადაშვილის თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ იყო აღკვეთილი. დაზიანებულია ავტომობილი, ე.წ. მარშის წევრები მანქანის მინების ჩამსხვრევას, ძალით კარების გაღებას და მანქანში მყოფ ადამიანებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ.
ასევე დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა
 
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის ოფისზე თავდასხმის ფაქტს საგანგებო პრესკონფერენციაზე აფასებს და არხის სახელით ბოდისს უხდის  ველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადებებით.
 
 
როგორც გვარამიამ განაცხადა რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს.   თუმცა იქბე განმარტავს: 
 
„ამ მორწმუნეებში არ ვგულისმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები ჩვენს მიერ არ განიხილებიან ქრისტიანებად. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად, თავისთავად ცხადია ამ ადამიანებს არ ვგულისხმობ. დღეს დილიდან „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო და ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებულური ეკლესიის საკუთრება, იგი არის ყველა ქრისტიანული კონფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა, ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში მოხდა ამგვარი განცხადებების განხილვა. ეხებოდა ეს სხვა რელიგიურ მიმართულებებსაც, მათ შორის, არა მხოლოდ ქრისტიანულს და მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი ეთიკის საბჭოს მიერ იქნა მიღებული“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ."არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში ა რ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვიც აქ იყვნენ, ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე ა რ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად, შესაბამისად ამ ადამიანებს არ ვგულისხმობთ.  დღეს დილიდან რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირის რელიგიური გრძნობების შელახვას გაბუნიას განცხადებების გამო, ყველას შევახსენებ რომ იერო ქრისტე არ აირს მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საკუთრება და მასთან დაკავშირებული განცხადებები ლახავს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის გრძნობებს. გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
რაც შეეხება სიტუაციას რუსთავი 2 – ის შენობასთან, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ შემოსაზღვრული ტელევიზიის შესასვლელი. ”ქართული მარშის”  რამდენიმე წევრი დაკავებულია 
 
 

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო ვერსად გაიქცევა -არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ მიიღებს ადამიანს, რომელმაც უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა მილიონობით თავისი თანამოქალაქის მიმართ
შემდეგი სტატიასაზარელი ავარია ქუთაისი – წყალტუბოს გზაზე, გარდაცვლილია მეთერთმეტეკლასელი გოგონა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური