მთავარისიახლეებისამართალიგაგრა - ორი მკვლელობა ერთ დღეში

გაგრა – ორი მკვლელობა ერთ დღეში

Published on

 გაგრის რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე საქმე აღზრა მიხეილ ბარციცისა და რამინ ხაშიგის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
 
ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ცნობით,  უკვე გამოიკვეთა   მომხდარის გარემოებები და დამნაშავეთა მოტივაციის ძირითადი მახასიათებლები, თუმცა დეტალების გახმაურება ჯერჯერობით  არ შედის გამოძიების ინტერესებში და მხოლოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 
 
შეგახსენებთ, 17 მარტს, შაბათს დაახლოებით 15:00  საათზე გაგრაში, 16 მარტის გმირთა ქუჩაზე , ,,გაგრიფშის'' არაფუნქციონირებადი  საცხოვრებელი კორპუსის წინ ჯერჯერობით ბოლომდე დაუდგენელი მიზეზებით ატყდა ორმხრივი სროლები, რასაც შეეწირა  1960 წელს დაბადებული მიხეილ ბარციცი, რიმელიც გულის არეში მიღებული ჭრილობის გამო ადგილზევე გარდაიცვალა. 
 
ამავე ინცინდენტში დაშავდა 1982წელს დაბადებული რამინ ხაშიგიც, რომელიც მუცლის არეში და ზედა კიდურში  მიღებული ჭრილობებით გადაყვანილ იქნა  გაგრის რაიონულ საავადმყოფოში.  იმავე დღეს, დაახლოებით ღამის 23:00 საათზე  ფაუდგენელ პირთა ჯგუფი რეანიმაციის განყოფილებაში შეიჭრა და საწოლშივე  ჩაცხრილა იგი.   ტყვიები ნასროლია ,,მაკაროვის'' სიტემის პისტოლეტიდან, თავად ფაქტი კი,  გამოძიების ვარაუდით,  წარმოადგენს შურისძიებას მიხეილ ბარციცის დაღუპვის გამო. 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...