მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვარამია ამბობს, რომ დეკანოზს აქვს ეკლესიის ქონების დატაცების უტყუარი საბუთები

გვარამია ამბობს, რომ დეკანოზს აქვს ეკლესიის ქონების დატაცების უტყუარი საბუთები

Published on

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში შეხვდა და მისგან გარკვეული ინფორმაცია მიიღო, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.დეკანოზმა ფინანსური სქემები გაშიფრა და გვარამიას თქმით, ამ სქემის მონაწილეები ეკლესიის მაღალჩინოსნები არიან.„საუბარია ძალიან დიდ თანხებზე. ეკლესიის მაღალჩინოსნები ნამდვილად არიან დასახელებული, არავითარ პირად ცხოვრებაზე იქ საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ სირცხვილია. ეს ადამიანი იქ ზის იმიტომ, რომ გაშიფრა მაღალი ეკლესიური თანამდებობის პირების მიერ ეკლესიის ქონების დატაცება და ამის უტყუარი საბუთები აქვს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ მან ეს პატრიარქსაც უამბო.,,პატრიარქს ვუთხარი, დიახ. ის მისმენდა. პატრიარქთან თუ შეხვედრილხართ, ის ძირითადად გისმენთ. ძალიან სიტყვაძუნწია, მაგრამ ის ერთი წინადადება ღირს ბევრი ადამიანის დაწერილ წიგნად. მე არ ველოდები პატრიარქის რეაქციას, მე პატრიარქთან ვისაუბრე, მე მისი პოზიცია გავიგე, ეს ჩემთვის გასაგები იყო, ეს ჩემთვის იყო მწვანე შუქი. მე ვიმოქმედებ ისე, როგორც ვთვლი საჭიროდ" – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, ეს ყველაფერი პატრიარქს უამბო და პატრიარქის პოზიციაც მოისმინა.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...