მთავარისიახლეებიპოლიტიკაპენსია 400 ლარი- ენმ პენსიონერებს ახალ საპენსიო კონცეფციას სთავაზობს.

პენსია 400 ლარი- ენმ პენსიონერებს ახალ საპენსიო კონცეფციას სთავაზობს.

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებს ახალ საპენსიო კონცეფციას სთავაზობს. პარტიის ლიდერის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია 400 ლარი გახდება. ნიკა მელიას მტკიცებით, გეგმა რეალურია და მასზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.ენმ-ის ახალი კონცეფციის მიხედვით, პენსიის ზრდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებითა და ეკონომიკური ზრდითაა შესაძლებელი."ნაციონალურ მოძრაობის" ახალი საპენსიო კონცეფცია დაგროვებით პენსიასაც მოიცავს. ოპოზიციური პარტიის ინიციატივის მიხედვით, დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითი იქნება და დანაზოგის განთავსება პენსიონერებს კერძო ან სახელმწიფო ფონდებში შეეძლებათ. „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ საპენსიო კონცეფციას დღეიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...