მთავარისიახლეებიმსოფლიოდიდი ბრიტანეთიდან გაძევებული 23 რუსი დიპლომატი ქვეყანას 20 მარტს დატოვებს

დიდი ბრიტანეთიდან გაძევებული 23 რუსი დიპლომატი ქვეყანას 20 მარტს დატოვებს

Published on

23 რუსი დიპლომატი, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის საქმის გამო ქვეყნიდან გააძევა, სამეფოს 20 მარტს დატოვებს. ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე იაკოვენკომ განუცხადა.„ისინი 20 მარტს გაემგზავრებიან“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად საუბარია 80-მდე ადამიანზე. მან „სრული სისულელე“ უწოდა იმას, რომ საელჩო 40 %-მა უნდა დატოვოს.ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება, „დიდი ალბათობით“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა
 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...