2 მარტიდან დღემდე, პოლიციამ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.წ., ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლს – 1988 დაბადებულ ნ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან ყელისა და მაჯის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიიყენა. ნ.კ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი გორის სამკურნალო დაწესებულებაში. ამ დროისთვის, მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით.სამართალდამცველებმა გორში კიდევ ერთი ოჯახში მოძალადე – 1991 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს, რომელმაც ორსულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
სიახლეები
სიახლეები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით,...
სიახლეები
უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი
"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...
სიახლეები
რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა
9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...
სიახლეები
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....