მთავარისიახლეებისაზოგადოებასაბაგირო, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა გასულ კვირას ტექნიკური გაუმართაობის გამო გათიშული იყო

საბაგირო, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა გასულ კვირას ტექნიკური გაუმართაობის გამო გათიშული იყო

Published on

გუდაურში, საბაგირო, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, გასულ კვირას ტექნიკური გაუმართაობის გამო იყო გათიშული.ინფორმაცია მთის კურორტების კომპანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ადმინისტრაციის ინფორაციით, რამდენიმე დღის წინ მწყობრიდან გამოვიდა ელექტრო სისტემა, რამაც საბაგიროების დროებით გაჩერება გამოიწვია.„მოგახსენებთ, რომ დღეს დილის 9 საათზე კურორტ გუდაურში, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტრო სისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა.ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი" საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა.იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა,“ – წერია განცხადებაში, რომელიც მთის კურორტების კომპანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...