მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის ტექსტზე მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კვლავ ვერ შეთანხმდა

რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის ტექსტზე მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კვლავ ვერ შეთანხმდა

Published on

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ამ დრომდე ვერ შეჯერდა, ჩაიწერება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაში პუნქტი სანქციებისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ.მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათთვის ოპოზიციის კრიტიკა და მოთხოვნები გაუგებარია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით,  მმართველი გუნდი მზად არის პლენარულ სხდომაზე მის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი გაიტანოს.გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციის მიზანი ერთმანეთს დააპირისპიროს პრემიერის განცხადება და აღნიშნული რეზოლუცია, მათთვის მიუღებელია.„რეზოლუციის ტექსტთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, შენიშვნები არ მაქვს და ნაკლებია შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე არ ვიცი ჩვენი ოპონენტები რას მოითხოვენ ამ რეზოლუციის რომელიც პუნქტი ან მუხლი არ მოსწონთ. ჩვენ გამოვიტანთ რეზოლუციას, ძალიან კარგი იქნება თუ მხარს დაგვიჭერენ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.„ევროპული საქართველოს“ წევრები კი საპარლამენტო უმრავლესობასთან საერთო ტექსტზე შეჯერების მიზნით, კონსულტაციებისთვის მზაობას გამოთქვამენ.„ამ რეზოლუციაზე მუშაობა სამწუხაროდ უკვე დაგვიანდა. ჩვენ ჩვენი ვერსია გვაქვს შეთავაზებული, ჩვენი ვერსიის მთავარი ამოცანაა, რომ დაწესდეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და შესაბამისად მზად ვართ კონსულტაციებისთვის,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.ხელისუფლებას კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“.„საქართველოს მთავრობას ვერ მიუღია ერთი განცხადება და კიდევ უფრო გამოჩნდა ჩვენი ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთისადმი და ის, რომ ამ პოლიტიკით საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთის მხრიდან შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ,“-ამბობს რომან გოცირიძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...