მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: კრემლში სურთ მათი ეშინოდეთ, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა

პრეზიდენტი სააკაშვილი: კრემლში სურთ მათი ეშინოდეთ, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა

Published on

,,ვფიქრობ, რუსეთს ეგონა, რომ ბრიტანეთისა და ამერიკის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი მკაცრი, თუმცა ტერეზა მეის მომხდარზე რეაგირება ძლიერი და შთამბეჭდავი იყო. ახლა უნდა მოხდეს დასავლეთის გაერთიანება და იმის დამტკიცება რომ დამნაშავე საბოლოოდ პასუხს აგებს”-  ასე გამოეხმაურა .საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი SKY NEWS-ის ეთერში დიდი ბრიტანეთში რუს აგენტზე მომხდარ თავდასხმას და დასავლეთის რეაქციას.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე სერგეი სკრიპალზე თავდასხმა არ მოხდებოდა.
 
„ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზი. სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის დროს რუსეთს უნდოდა მთელ მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის მოსახლეობას სცოდნოდა, რომ ეს მათი ქმედებაა. კრემლში სურთ მათი ეშინოდეთ, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა. სტალინის ეპოქის შემდეგ, მსგავსი ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვას მხოლოდ უმაღლესი ლიდერები გასცემენ. არ არსებობს შანსი რომ პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე რაიმე მსგავსი მოხდეს.''
 

 საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ქმედებებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კრემლის ერთადერთი მიზანი მსოფლიოში შიშის დანერგვაა.
 

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...