მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ოპოზიციის მოთხოვნას მივიდეს პარლამენტში და ახსნა...

პრემიერი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ოპოზიციის მოთხოვნას მივიდეს პარლამენტში და ახსნა – განმარტებები გააკეთოს

Published on

12  ოპოზიციური პარტია გიორგი კვირიკაშვილისგან პარლამენტში მისვლას და ახსნა-განმარტებებს მოითხოვს  რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი წერილთან და მთლიანად ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშრებით.
 
ერთობლივ მიმართვაში პოლიტიკური პარტიები მთავრობის მეთაურთან შეხვედრის გარდა ჟენევის ფორმატთან და საპარლამენტო რეზოლუციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც აჟღერებენ.
„პრემიერის ბოლო განცხადება, საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. შესაბამისად ის დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პარლამენტში იმისთვის, რომ პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რაც დაგროვდა ოპოზიციურ პარტიებში,“-აცხადებს ენმ – ს წარმომადგენელი  თინათინ ბოკუჩავა.
 
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც საქართველოს აუცილებლად სჭირდება გააქტიურება საერთაშორისო ასპარეზზე. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს საქართველოსთვის არ არსებობს. ასე რომ პრემიერი უნდა მოვიდეს პარლამენტში,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.
 

ოპოზიციის შეფასებებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავრობის მეთაური ესაუბრება ხალხს და არ დგას საჭიროება იმ ოპოზიციურ პარტიებთან საუბრის, რომელმაც ქვეყანაში მძიმე რეალობა შექმნა.
 
 რაც შეეხება თავად პრემიერს, იგი ოპოზიციის მოთხოვნას  პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...