მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუდაურში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადებია მობილიზებული

გუდაურში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადებია მობილიზებული

Published on

ყველაზე მაღალ წერტილზე დამონტაჟებული საბაგირო გზა მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც დაშავდა ათამდე ადამიანი. მათ შორის, შვედეთის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები.ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინციდენტი პირველის ნახევარზე მოხდა. საბაგირომ მოულოდნელად დაიწყო უკუსვლა, მუხრუჭმა ვეღარ უზრუნველყო კალათების შეჩერება, ათობით კალათა შეეჯახა საბაგიროს მათავარ კონსტრუქციას. გუდაურის სამედიცინო ცენტრში 8 დაშავებულია გადაყვანილი. საჭიროების შემთხვევაში მათ რეანომობილებით თბილისში გადაიყვანენ. მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ დაშავებულთა მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა.ზაუტაშვილის თქმით, საბაგირო შემოწმებული იყო და ნორმები დაცული იყო. ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ კომპეტენტურმა კომპანიამ დაამონტაჟა საბაგირო.ლევან ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ზაუტაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დენთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა, სიმართლეს არ შეესაბამება.ზაუტაშვილის თქმით, მომხდარის გამომწვევის მიზეზების შესწავლა უკვე დაწყებულია. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი შვედეთის მოქალაქე ქალია, რომელიც ორსულადაა.
 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...