ყველაზე მაღალ წერტილზე დამონტაჟებული საბაგირო გზა მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც დაშავდა ათამდე ადამიანი. მათ შორის, შვედეთის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები.ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინციდენტი პირველის ნახევარზე მოხდა. საბაგირომ მოულოდნელად დაიწყო უკუსვლა, მუხრუჭმა ვეღარ უზრუნველყო კალათების შეჩერება, ათობით კალათა შეეჯახა საბაგიროს მათავარ კონსტრუქციას. გუდაურის სამედიცინო ცენტრში 8 დაშავებულია გადაყვანილი. საჭიროების შემთხვევაში მათ რეანომობილებით თბილისში გადაიყვანენ. მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ დაშავებულთა მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა.ზაუტაშვილის თქმით, საბაგირო შემოწმებული იყო და ნორმები დაცული იყო. ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ კომპეტენტურმა კომპანიამ დაამონტაჟა საბაგირო.ლევან ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ზაუტაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დენთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა, სიმართლეს არ შეესაბამება.ზაუტაშვილის თქმით, მომხდარის გამომწვევის მიზეზების შესწავლა უკვე დაწყებულია. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი შვედეთის მოქალაქე ქალია, რომელიც ორსულადაა.
გუდაურში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადებია მობილიზებული
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...