„საბაგირო გზა იყო შემოწმებული, თუმცა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა… აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება,“ – ეს განცხადება, ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში მომხდარი შემთხვევის შეფასებისას გააკეთა. გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და 10-მდე ადამიანი დაშავდა.ეკონომიკის მინისტრი გუდაურში შემთხვევის ადგილზე იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ორი ვერტმფრენი ჩავა გუდაურში. თბილისიდან უკვე ჩაფრინდა ვერტმფრენი, ხოლო ყაზბეგიდან კიდევ ერთის ჩაფრენას ელოდებიან. დიმიტრი ქუმსიშვილი გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბაგიროს დეკემბრის ბოლოს ჩაუტარდა შემოწმება.„აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება,“ – განაცხადა ვიცე პრემიერმა.დაშავებულების ნაწილი გუდაურის სამედიცინო დახმარების ცენტრიდან თბილისში გადაჰყავთ.
“აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება”- დიმიტრი ქუმსიშვილი
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...