მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ორი პირი დააკავეს

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ორი პირი დააკავეს

Published on

სპეცოპერაცია თბილისში – სამართალდამცავებმა ისანსა და აეროპორტის გზატკეცილზე ორი პირი დააკავეს. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, არმაიზ გრიგორიანი, იგივე „მაისა“ და მისი ძმა.
არმაიზ გრიგორიანის ძმა სამართალდამცავებმა აეროპორტის გზაზე დააკავეს.გამოძიება დაკავებულებს, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას და ასევე, თანხის გამოძალვას ედავება.ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულები ერთ-ერთ პირს 10 ათას დოლარს სძალავდნენ.არმაიზ გრიგორიანი იგივე „მაისა“ წლების განმავლობაში სასჯელს იხდიდა და გარკვეული პერიოდი ე.წ. მაყურებელიც იყო. ორივე მათგანი წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები და ბრალს მათ ხვალ წარუდგენენ.სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს გრიგორიანების ოჯახში, თუმცა, უცნობია, რა მტკიცებულებები ამოიღეს სახლიდან.რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ამ დროისთვის, უცნობია. ჯერჯერობით, შსს-ში სპეცოპერაციის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დაკავების საქმეზე ბრიფინგს ხვალ გამართავენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...