მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრაქცია "ევროპელების" შექმნის ოფიციალურად დადასტურება საკრებულოს სხდომაზე მოხდება

ფრაქცია “ევროპელების” შექმნის ოფიციალურად დადასტურება საკრებულოს სხდომაზე მოხდება

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი  ფრაქცია „ევროპელები“ იქმნება. საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, კომისიას უკვე განხილული აქვს საკითხი, რომელიც დოკუმენტაციის სახით შეიტანა ფრაქციამ. ოფიციალურად დადასტურებამდე რჩება ბიუროსა და საკრებულოს დამტკიცება. სამკაციან ფრაქციას საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია უხელმძღვანელებს, ხოლო წევრები იქნებიან ირაკლი ღურწკაია, რომელიც ასევე „ევროპული საქართვლოს“ წევრია და გელა თოლორაია, რომელიც საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით გასული დეპუტატია, თუმცა მან პარტიის დატოვების შესახებ განცხადება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა. ის ამ დრომდე საკრებულოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია.“იურიდიულმა კომისიამ განიხილა ჩვენი ფრაქციის შესახებ დოკუმენტაცია და ახლა ველოდებით საკრებულოს დამტკიცებას. გელა თოლორაია გახდა „ევროპული საქართველოს“ წევრი და ფაქტიურად შექმნილი გვაქვს ფრაქცია“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ საკრებულოს წევრმა ბათლომე შელიამ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...