მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

Published on

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას  მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება ხმა 570-მა დეპუტატმა მისცა,  108 წინააღმდეგი იყო. .ფინანსური დახმარება 35 მილიონი ევროს საშუალოვადიან სესხს, 10 მილიონს კი – გრანტს მოიცავს, რათა ქვეყანამ 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს.საკითხი სესიაზე „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის“ დეპუტატმა (ALDE) ჰანუ ტაკულამ წარადგინა.კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, მათ შორის სუსტი საგარეო ეკონომიკური გარემოსა და ფისკალური დეფიციტის გამო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს აქვს მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...