მთავარისიახლეებისაზოგადოებაბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა საქართველოში ვერ მიიღწევა- საია

ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა საქართველოში ვერ მიიღწევა- საია

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასების შუალედური კვლევის შედეგების პრეზენტაცია ზუგდიდში  გამართა. კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა საქართველოში ვერ მიიღწევა. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ქალთა რაოდენობა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით 1,5%-ით გაიზარდა და 13,46 % შეადგინა. გარდა ამისა, არჩეული 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი.„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ მაჟორიტარული არჩევნები ხელს არ უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას, რადგან მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქალების რაოდენობა პროპორციულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. 64-დან 22 საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეულის ქალების რაოდენობა 0-ია“, – აღნიშნულია კვლევაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...